ათი ყველაზე უნიკალური არსება მსოფლიოში

ჩვენი პლანეტა მრავალფეროვანია  ორგანიზმებით, ნებისმიერი მათგანი თავისებურად გასაოცარია. მეცნიერებმა რა ხანია დაადგინეს, რომ ცხოველები გაცილეთ უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ზოგჯერ ადამიანებზე მეტ გონიერებას ავლენენ.

განვიხილოთ ათი ყველაზე გენიალური ცხოველი

  1. ჭიანჭველები – მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ჭიანჭველები გასაოცრად ჭკვიანი და გამჭრიახი არსებები არიან. მაგალითად, როდესაც ერთი ჭიანჭველა საკვებს იპოვის, ის მას ადგილზევე არ შეექცევა; ჭიანჭველებს თავიანთი ნადავლი საერთო სოროში მიაქვთ და გადაზიდვის დროს გზაზე გარკვეულ კვალს – ფერომონებს ტოვებენ, ამ კვალით სხვა ჭიანჭველები საკვებით სავსე ადგილს მარტივად პოულობენ და მთელ კოლონიას ამარაგებენ.
  2. ყვავები – დადგენილია, რომ ყვავები პლანეტაზე არსებულ ფრინველებს შორის ყველაზე მეტი გონიერებით გამოირჩევიან. ყვავები საკვების ძიებაში თავისი გამომგონებლური უნარით და ბუდეების მშენებლობით არიან გამორჩეულები. მათ ადამიანების სახეების ცნობაც შეუძლიათ. ყვავები ყოველდღიურობაში სხვა და სხვა ინსტრუმენტებით სარგებლობენ, მაგალითად: ქვებით, ხის ტოტებით და ყველაფრით, რაც ქუჩაში შეხვდებათ.
  3. რვაფეხა – მათ სხეულში ძაღლების მსგავსად დაახლოებით 500 ნეირონია. მათი ტვინი მთელს სხეულთან მიმართებაში ძალიან დიდია. რვაფეხამ დაამტკიცა, რომ ლაბირინთებში გავლა და მარტივი თავსატეხების ამოხსნაც შეუძლია. ერთ-ერთმა რვაფეხამ ხრახნიანი ბოთლიდან გამოსვლაც კი შეძლო. ამ უნიკალურმა ზღვის ბინადარმა ქვების დახმარებით ნამდვილი ციხესიმაგრის მსგავსი სახლის აშენებით ადამიანები არაერთხელ გააკვირვა. რვაფეხას ყვავის მსგავსად, ადამიანის სახის ცნობა შეუძლია.
  4. ძაღლები – ცნობილია, რომ ზრდასრული ძაღლის ინტელექტი 2 წლის ბავშვის ინტელექტს უტოლდება. ძაღლების გარკვეულ ჯიშებს (ბორდერ კოლი, პუდელი და გერმანული ნაგაზი) დაახლოებით 250 სიტყვის, ჟესტის თუ ბრძანების დამახსოვრება შეუძლიათ. ძაღლების ექსპერტის სტენლი კორენის გამოკვლევების თანახმად, ძაღლების უმრავლესობას ინტელექტუალურად 4 წლნამუშევარში ბავშვების ის ბავშვთან ასპარეზობაც კი შეუძლიათ. მეცნიერი თავის და ძაღლების მონაცემებს ადარებდა; ის მათ არითმეტიკულ დავალებებს აძლევდა და მათი გარემოში ურთიერთობის უნარს ადევნებდა თვალყურს.
  5. ფუტკრები – მათი ტვინის ზომა მიკროსკოპულ მარცვალს არ აღემატება, თუმცა ეს ხელს არ უშლით, ძალიან ჭკვიანი არსებები იყონ. ფუტკრებს საკუთარ საცხოვრებელში მუდმივად ერთი და იგივე ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლიათ. ისინი არ დაფრინავენ საკუთარ სახლთან ახლოს, რომ მტაცებლების ყურადღება ზედმეტად არ მიიქციონ. ფუტკრებს სანავიგაციო უნარი საკმაოდ აქვთ განვითარებული.
  6. თუთიყუშები – პლანეტაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ფრინველებად ითვლებიან. მათ პრიმიტიული ინსტრუმენტების გამოყენება და ასობით სიტყვის წარმოთქმა შეუძლიათ. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაკადუს შორსმჭვრეტელობის უნარი გააჩნია; მას შეუძლია მისთვის მიცემული საკვების ჭამისგან თავი შეიკავოს და მერე ის რამე უფრო მნიშვნელოვანში გადაცვალოს. ეს თვისება ცხოველთა სამყაროში წარმოუდგენლად იშვიათად გვხვდება.
  7. დელფინები – გასაოცარი გონებამახვილობით გამოირჩევიან. ისინი საკმაოდ კომუნიკაბელურები არიან და ახლის შესწავლისკენ მიისწრაფვიან. დელფინები სარკეში საკუთარ თავს ცნობენ და გრძნობების გამოხატვის უნარი აქვთ.
  8. ორანგუტანები – ადამიანებსა და არანგუტანებსშორის გენეტიკური სტრუქტურის მსგავსება 97%-ს შეადგენს. ისტორიაში არსებობდა ორანგუტანი ჩანტეკი, რომელიც პატარაობაში დედამ მიატოვა; ის ადამიანებმა აღზარდეს. 9 თვის ასაკში სიტყვების წერა და აზრების გამოხატვა შეეძლო. მან ასევე, მუნჯური ენა შეისწავლა და მისი დახმარებით ზოოპარკის დაცვის მუშაკებთან ურთიერთობდა. ჩანტეკმა საკუთარი ოთახის დალაგება და ინსტრუმენტებით სარგებლობაც ისწავლა.
  9. თაგვები – თაგვებს და ადამიანებს ტვინის წილი სხეულთან მიმართებაში ერთნაირი ზომის აქვთ (1/40). ისინი საკმაოდ ჭკვიანები, კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარეები, ემოციური, მშვენიერი მოსწავლეები და მარტივად გაწვრთნადი ცხოველები არიან. ამ პატარა მღრღნელებს საკუთარ მეტსახელზე რეაგირება შეუძლიათ.
  10. ღორები – გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ ღორები ძაღლებზე უფრო ჭკვიანები არიან და ლოგიკური ამოცანების შესრულება შეუძლიათ. მათ უნარებს შორის ასევე, კარგი მეხსიერებაა აღსანიშნავი, ლაბირინთებიდან თავის დაღწევა, სიმბოლოების გამოცნობა და თანაგრძნობა ახასიათებთ.

კომენტარები