ათონის დარბაზი თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლებს
31 ოქტომბერს,ათონის დარბაზი თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლებს.
საღამოზე, რომელზეც გაიჟღერებს კარგად ნაცნობი და უცნობი ამერიკული და ქართული მუსიკა, სტუმარი იქნება მაია ბარათაშვილისა (ვოკალი/ფორტეპიანო) და გიორგი მელიქიშვილის არანჟირება/გიტარა/ვოკალი) ჯაზ დუეტი.
მოკლედ ჩვენი სტუმრების შესახებ:
მაია ბარათაშვილი – თბილისის „ბიგ–ბენდის“ სოლისტი 1996 წლიდან.
„ახალი ორლეანის დღეების“ მონაწილე და თანაავტორი Sharon Martin-თან და მის ბენდთან ერთად.
2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ–მომღერალად.
ეს მისი ვრცელი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მხოლოდ ორი მონაკვეთია.
გიორგი მელიქიშვილი – დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი.
“New York City Jazz Record”-მა მას ნიუ – იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი უწოდა.
არის Magna Cum Laude-ისა და Berklee College Of Music-ის წარჩინებული სტიპენდიანტი.
დაკრული აქვს მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Esperanza Spaldingi, Mino Cinelu, Lionel Loueke, Leo Genovese, Badal Roy, Dom Salvadori, Gabriel Grossi, Leni Sterni და მრავალი სხვა.
საკონცერტო მოღვაწეობა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer Head Inn…
დასწრება, ტრადიციულად, თავისუფალია.
მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №14 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).