აი, “აი, რა ხდებოდა გიორგობას, 92-ში…” – დავით ახრახაძე:

 – “გიორგობა იწყება…. ყველას გილოცავთ!
22 ნოემბერია… 23 თენდება… 92 წელი… აფხაზთა დივერსიული 60 კაციანი ჯგუფი შემოდის სოფელში ჩვენი სარაკეტო დანადგარის გასანადგურებლად რომლითაც მოსვენებას არ ვაძლევდით მათ, უნდათ რომ ეს დანადგარი როგორმე ან ააფეთქონ ან წაიღონ , არადა ეს დანადგარი წინა დღეს უკვე ტამიშზე ვათხოვეთ სხვა დაჯგუფებას….. ღამის ხუთი საათია და ეს ჯგუფი რომლებიც ყაბარდოელების და კაზაკებისაგან შედგებოდა უმთვარო , ქარიან და წვიმიანი ღამის ხელშეწყობით რამდენიმე ჯგუფად მიეპარა ჩვენ 3 პოსტს….. ჩემ პოსტს მოადგნენ უკვე რამდენიმე მეტროში და დაიწყო….. უკანა პოსტები უცებ აიღეს ისე რომ აზრზეც ვერ მოასწრეს ბიჭებმა მოსვლა…. პოსტზე უკვე მოკლეს 18 წლის ჯარისკაცი რომელსაც ტყვიაც არ ქონდა გასროლილი…. გვერდზე პოსტზე ტყვიები გამოელიათ, ….. თენგო გოგლიჩიძე მოვარდა პირველი, ზამპალიტი…. უნდა დაგვეხმაროს მაგრამ უაზრობაა ატყობს, 2 პოსტი აღებულია…. ჩემი პოსტი ალყაშია და ოთხივე მხარეს მიდის ბრძოლა….
შტაბში და შტაბის ეზოში ცალკე ბრძოლა გაიმართა… ლევანი ასათიანი, სოსო მაჭავვარიანი, იზო მაჭავარიანი, 2 ჯარისკაცი…. ხელყუმბარა ჩაუგდო მტერს სოსოიამ შტაბიდან და რამდენიმე ყაბარდოელი ეზოში დააგდო კიდეც, ჯარისკაცები დაჭრილებია….(ერთ მათგანს ტვიამ ყველა კბილი ჩამოუყარა, მეორე მკლავშია დაჭრილი.)
კაზარმიდან გამოვარდნილ გოჩა დაშნიანს რპგ სნარიადი გაუვლის სახეთან და კანტუზირებული ეცემა გაზ-66 საბურავთან…. სამტრედიელი ლევიძე უყვირის თენგო უკან წადი ხალხი მოგვაშველეო.. თენგო უკან გავარდა და გზაში ვიღაც შეხვდა გზადაგზა იცვამს…. ხვიჩაა მუმლაძე 22 წლის ბიჭი… იცის ხვიჩამ რომ პოსტზე მე ვარ და მიჭირს… არ ელოდება არავის რომ მობილიზებულად მოგვეშველონ… ხვიჩა მეგობარი იყო ჩემი.. ერთ სახლში ვცხოვრობდიტ , ერთ ოთახში….. არ ელოდება არავის და მარტო მორბის დასახმარებლად… ჯობდა დალოდებოდა ვინმეს მაგრამ… მოასკდა ხვიჩა პოსტებს და იქ უკვე მტერი დახვდა იქ უკვე.. მარტო ჩემი პოსტია აუღებელი და ამ პოსტებზეც ჩვენები გონია, სიბნელეში ვერ არჩევს რათმაუნდა ვინ ვინაა….. პირისპირ მიადგა ერთ მეტრომდე მივიდაა მტერთან… უსიტყვოდ დაცხრილეს ჩემი ხვიჩაია… მთელი გულმკერდი დაუხიეს… სოფელი გადარჩა იმ დღეს….. 18მდე კონფედერატი და 2 ქართველი ვერა
ამ ბრძოლის მონაწილე რამდენიმე თანამებრძოლს აქვე მოვნიშნავ… არავინ და არაფერია დავიწყებული….
Koba Sofromadze
გოჩა დაშნიანი
David Levidze
Archili Mushkudiani
Leo Asatiani
პ.ს. ამ ფოტოზე იმ დივერსიული ჯგუფის ყაბარდოელების რაზმია.”
– წერს აფხაზეთის პირველი ომის ვეტერანი, დავით ახრახაძე და ფოტოს აქვეყნებს:

 

კომენტარები