„აი, ეს უნდა ღმერთს. ეს არის მისი ნება“

-„ამასწინათაც გითხარით,
რა უნდა ღმერთს,
რა უნდა ღმერთს?
არაფერი არ უნდა ღმერთს,
არაფერი არ სჭირდება.
თუ მაინც ვიტყვით რა უნდა, ერთადერთი უნდა, რომ
თითოეული ჩვენგანი მასთან იყოს,
როგორც შვილი,
უბედნიერესი და მუდამ გახარებული,
აი, ეს უნდა ღმერთს.
ეს არის მისი ნება.
თუმცა აქედან დასკვნას ვაკეთებ – მე რა უნდა გავაკეთო;
ღმერთს, რომელსაც არაფერი არ სჭირდება, თუ მხოლოდ ის უნდა, რომ მე ვიყო კარგად,
ნუთუ არ უნდა დავსვა კითხვა,
კი მაგრამ, მე არაფერი უნდა გავაკეთო?
ანუ მე ასე, გულარხეინად?
პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ეს კითხვა დასვას,
როგორც კი ამ კითხვას დასვამ, დამერწმუნეთ, რომ პასუხები წამოვა,
ჩვენი საკეთებელი იმ წამსვე გაიხსნება ჩვენ წინ,
ჩვენ გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 15.04.2021
კომენტარები