აი, თურმე, რატომ იზრდება გადასახადები!

სოციალურ ქსელში საინტერესო და მრავალმნიშვნელოვანი ზღაპარი ვრცელდება:
“ერთ მეფეს  სასახლეში  ფანჯრიდან შემოესმა ხმა:

“ვაშლს ვყიდი, კარგი ვაშლი მაქვს”-ო.

გადაიხედა და დაინახა მოხუცი, რომელიც ცხენის ურიკაზე ვაშლს ყიდდა და გარშემო კი მყიდველების დიდი რიგი იდგა.
მეფეს მოუნდა ვაშლი. დაუძახა მთავარ ვეზირს, 5 ოქროს მონეტა გადასცა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.
მთავარმა ვეზირმა, რიგით ვეზირს გადასცა 4 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.
ვეზირმა სასახლის ერთ-ერთ მსახურს დაუძახა, გადასცა 3 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.
მსახურმა სასახლის მთავარ მცველს დაუძახა, გადასცა 2 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.
მთავარმა მცველმა მორიგ მცველს დაუძახა, გადასცა 1 ოქროს მონეტა და ვაშლის ყიდვა უბრძანა.
მორიგი მცველი გავიდა ქუჩაში, წვდა ყელში მოხუცს და უუთხრა: “ჰეეი შენ, რას გაჰყვირიხარ!? ეს მეფის სასახლის ეზოა სავაჭრო ადგილი ხოარ გგონია,გაეცალე აქაურობას,კიდევ ერთხელ შემოჰყვირა და ვაშლით სავსე ურიკაც ჩამოართვა.
მოტრიალდა მორიგი მცველი, მივიდა მთავარ მცველთან და უთხრა “კარგი საქმე ვქენი 1 ურიკა ვაშლი 1 ოქროს მონეტაში ვიყიდეო.
მთავარი მცველი სასახლის მთავარ მსახურთან მივიდა და უთხრა ” 2 ოქროს მონეტაში 1 ტომარა ვაშლი ვიყიდეო.
მთავარი მსახური ვეზირთან მივიდა და უთხრა “ნახევარი ტომარა ვაშლი 3 ოქროს მონეტაში ვიყიდეო.
ვეზირი მივიდა მთავარ მსახურთანდა უთხრა ” 4 ოქროს მონეტაში 1 პარკი ვაშლი ვიყიდეი.
მთავარმა ვეზირმა 5 ვაშლი მიიტანა მეფესთან და უთხრა.ბატონო მეფეო როგორც თქვენ მითხარით 5 ოქროში 5 ვაშლი ვიყიდეო.

მეფე ჭამს ვაშლს და ფიქრობს,

5 ვაშლი- 5 ოქრო.

1 ვაშლი- 1 ოქრო და, მიუხედავად ამისა მაინც ამდენი მყიდველი ჰყავს შემოსეული…

როგორც ჩანს, ხალხის ფინანსური მდგომარეობა  უკეთესი ყოფილა ვიდრე მე მეგონა ამიტომ სასწრაფოდ, გადასახადები უნდა გავზარდოო…”

კომენტარები