“აი, ის მთავრობა, რომელიც უკრაინიდან ელჩს იწვევს პროტესტის ნიშნად და რუსეთის ტერორიზმზე საკუთარი მოქალაქის მიმართ ხმას ვერ იღებს”-ნუგზარ წიკლაური:
ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს –
“აი, ის მთავრობა, რომელიც უკრაინიდან ელჩს იწვევს პროტესტის ნიშნად და რუსეთის ტერორიზმზე საკუთარი მოქალაქის მიმართ ხმას ვერ იღებს.
ამიტომ უწოდებს ამ მოძალადე გამყიდველს აშშ კონგრესი “პუტინის მოკავშირეს და საქართველოში დესტაბილიზაციის წყაროს”.-წერს წიკლაური.
ალბათ ყველაზე დიდი სირცხვილია იმის არ დანახვა რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი გაბუნია გადაარჩინა!
მოამზადა ნათია ბერიძემ