აი, რა ორსვლიანი პროვოკაცია გაათამაშა ხელისუფლებამ 5 ივლისს! – ერეკლე კუხიანიძე:

– “სრულიად გასაგებია რა ორსვლიანი პროვოკაცია გაათამაშა ხელისუფლებამ 5 ივლისს❗

რეგიონებიდან მოხდა ადამიანების მასობრივად ჩამოყვანა, რომ ჰქონოდათ ” გამართლება” პრაიდის ჩაშლის დიდი რაოდენობით ხალხის ფონზე.

სიტუაციაში პოლიციამ არ მოიმოქმედა პრაქტიკულად არანაირი პრევენცია აგრესიის გამოვლინების წინააღმდეგ❗ ის, რომ აგრესია მოხდებოდა – ეს სრულიად ნათელი იყო, რადგან ელემენტარული აქსიომაა რომ როდესაც დიდი რაოდენობა ხალხის არის შეკრებილი, იქ მცირე დესტრუქციულმა მოწოდებამაც კი შეიძლება ეს ხალხი გადააქციოს უკონტროლო, ემოციებს აყოლილ ბრბოდ, რომლის შიგნით ინდივიდუალურობა საერთოდ იკარგება.

ჟურნალისტების მიერ რობოტებივით ერთი სისულელის თუთიყუშებივით გამეორებამ და ხალხისთვის გამუდმებით – “ძალადობრივი ჯგუფების” და “პუტინისტების” ძახილმაც ამ სცენარის ნაწილი შეადგინა, რამაც ცეცხლის ნაპერწკლების როლი შეასრულა დენთის კასრზე.

ახლა მიდის იმ ადამიანების სასტიკი დასჯა ვინც თვითონ აღმოჩნდნენ ამ მახეში და აგრესია გამოავლინეს.

ამითი მთავრობა ორ კურდღელს იჭერს, საზოგადოებას აჩვენებს თითქოს პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეა და ამითი ამ არჩევნებისთვის ქულებს იწერს და მოსახლეობის მხარდაჭერას იბრუნებს, თან მეორეს მხრივ ამზადებს სიტუაციას სადაც ყველას ეცოდინება რომ “ნებისმიერი”(!) ძალადობა დასჯადია და შემდგომში საზოგადოება მოერიდოს საკუთარი ნების გამოვლენას და პრაიდის მარშისათვის წინააღმდეგობის გაწევას❗

 

 – წერს ერეკლე კუხიანიძე

კომენტარები