აკადემიკოსი გურამ შარაძე 78 წლის გახდებოდა

აკადემიკოსი გურამ შარაძე  78 წლის გახდებოდა.

დაბადების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1966-1967წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსთაველის კაბინეტის თანამშრომელი; 1967-1972წწ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1975წწ. სწავლული მდივანი; 1975-1978წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978-1985წწ. ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე; 1985-1992წწ. ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილების გამგეა; 1992-1993წწ. იყო ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი; 1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი; 1996-1997წწ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”.

სადოქტორო დისერტაციის თემა – “თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრება და მოღვაწეობა”, დაიცვა 1975 წელს.

გურამ შარაძის სამი შვილიდან უფროსი – ლაშა, 1998 წლის 15 მაისს მოკლულ იქნა საკუთარ ლოგინში, მძინარე მდგომარეობაში, ხოლო შუათანა – გიორგი გარდაიცვალა 2009 წლის 30 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

2004 და 2006 წლებში ,,ვარდების” ხელისფლებამ  გურამ შარაძე ,,ხულიგნობისთვის” ორჯერ დააპატიმრა.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის 2-2 კვირა სასჯელს მხოლოდ თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო იხდიდა.

აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

 

კომენტარები