„აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა! მოსწავლეები შემდგომ კლასში გადავლენ, სტუდენტები“ – მიხეილ ჩხენკელი

განათლების სფეროში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

-„აკადემიური წელი არ იქნება, სემესტრი შედგა! მოსწავლეები შემდგომ კლასში გადავლენ, სტუდენტები შემდგომ კურსზე.

ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დიდი დამსახურება. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პედაგოგებს, პროფესორებს, იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომლეიც მათ ჩაიდინეს და ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, ის დიდი რუდუნება, შრომა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა ჭეშმარიტად წარმოადგენდა მათგან ძალიან დიდ გმირობას, რადგან დისტანციური სწავლება საქართველოში ნულიდან ჩამოყალიბდა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასე წარმატებით გრძელდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები