აკაკი ბობოხიძე – 2003 წელს მთელი საქართველო დაიძრა და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ივანიშვილი

„2003 წელს დაიძრა მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე, ახლა ყველამ უნდამოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„თუ სად მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა, აი ეს არის ნათელი მაგალითი. 2012 წლის შემდეგ აქ არ შეცვლილა არაფერი, დრო გაიყინა და საქართველოც გაიყინა. იმისთვის, რომ შევადაროთ, ვის შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, გავიხსენოთ რა ჩაიბარა წინა ხელისუფლებამ, რომლის მთავარი გუნდიც სწორედ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იყვნენ, ჩაიბარა უშუქო, ბანდიტებით და კრიმინალებით დახუნძლული ქვეყანა, პენსია და ხელფასები, გაყინული ქვეყანა და 2012 წელს დავტოვეთ ფეხზე დამდგარი ქვეყანა. 2012 წელს რაც გადავაბარეთ ხელისუფლება ივანიშვილს, სამწუხაროდ, დრო გაყინა და შეჩერდა ყველაფერი. ამიტომ, თუ გვინდა წინსვლა, თუ გვინდა ჩვენი შვილების და მომავლის უზრუნველყოფა, 31 ოქტომბერს სრულიად საქართველო უნდა დავდგეთ და ისე როგორც წალენჯიხიდან, თელავიდან, ბათუმიდან დაიძრა 2003 წელს მთელი საქართველო და მოიშორა მოუშორებელი ჭირი შევარდნაძის სახით, ზუსტად ისე მთელმა საქართველომ უნდა მოვიშოროთ ჭირი, რომელსაც სახელად ჰქვია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა ბობოხიძემ.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები