აკაკი ზოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ წამლავს მთელ ქვეყანას

„ნაციონალური მოძრაობა“ წამლავს მთელ ქვეყანას, წამლავს ახალგაზრდებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია მოქმედებს ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მას ამ სცენარში სჭირდება ყველ ის პროვოკაცია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ახორციელებს. ცდილობენ, რომ გააღიზიანოს ოკუპანტი, მათ მაქსიმალური სანქცია მიიღონ და მეტი ადამიანი იყოს უკმაყოფილო. ეს ადამიანები გვარამიასა და გაბუნიას უკმაყოფილოები კი არ იქნებიან, არამედ იქნებიან ხელისუფლების უკმაყოფილები. შესაბამისად, ნებისმიერი აღშფოთება, წინააღმდეგ ქმედება ან პროვოკაციებიც მონათლული იქნება როგორც ხელისუფლების მხრიდან მართული. ძალიან ზედაპირზე დევს ყველა ის მცდელობები, რასაც პარტიული ტელევიზია ახორციელებს. არ მინდა, რომ კვლავ ვსაუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე მაგრამ მართლა ეს პოლიტიკური შავი ჭირი ვერ მოვაცილეთ ამ ქვეყანას, წამლავენ ყველაფერს და მათ შორის იმ ახალგაზრდებს, ვინც თავისი გულის და სინდისის კარნახით მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა ოკუპაციის შეწყვეტის ტოლფასია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ.

კომენტარები