აკაკი ზოიძე: „შესაძლოა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“, მოსახლეობის ორი მესამედია აუცრელი…“

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, აკაკი ზოიძემ „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით განაცხადა:

-„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი. შესაძლოა, აქ გაცილებით მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს „ომიკრონს“. ახლა არის კრიტიკული ორი თვე წინ, როდესაც რამდენიმე ათობით ათასს გადააჭარბებს დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საავადმყოფოში“.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხევევების რაოდენობა 1000-ს უახლოვდება. საქართველოშიამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს  გამოვლინდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან,  3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

კომენტარები