აკაკი იორამაშვილი: ახლა მოგიყვებთ, როგორ გადაიკვეთა ჩემი და მამუკა ხაზარაძის გზები

– “მათ, ვინც დაინტერესებულია მშენებლობის ხარისხის ამაღლებით (და თუნდა პირადად ჩემი ბედითაც…) გასახარად მოგახსენებთ, რომ ჩემი თეორიის გამოცდამ პრაქტიკაში, წარმატებით ჩაიარა… პირველ ეტაპზე მომცეს რვა სხვადასხვა ცემენტი, რომლის სიმტკიცე უნდა გაგვეგო 28 დღის ასაკში! რასაც ლაბორატორიამ 28 დღე უცადა და დახარჯა სამი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის 4 დღის შრომა, მე და ჩემმა ხელსაწყომორ საათში ჩავეტიეთ, ხოლო პასუხები დაახლოებით იდენტური მივიღეთ! ყველაზე დიდი ცდომილება დაფიქსირდა 3,5%… მეორე ეტაპი უფრო რთულია და გულისხმობს უცნობი ბეტონის ორი სხვადასხვა ნარევის სიმტკიცის პროგნოზირებას და შედეგი არ უნდა განსხვავდებოდეს სტანდარტული მნიშვნელობისაგან 10% ზე მეტით! პირველი ნარევი უკვე გავსნჯეთ და შედეგმა თვით მისი ავტორიც განმაცვიფრა ! მე დავდე 32 მეგაპასკალი 326,4 კგ ერთ სანტიმეტრკვადრატ ფართობზე! ლაბორატორიამ დადო 32,1 მპა! გადახრამ შეადგინა 0,1 მპა ანუ 1,02 კგ კვადრატულ სანტიმეტრზე . ფარდობითმა ცდომილებამ შეადგინა 0,31%!! მეორე ნიმუშები ისეთ ვითარებაში შევამოწმე, რომ მტერსაც არ ვუსურვებ… 4 ოქტომბერს დაიდება ანალოგიური შედეგი … ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ხვალ ისევ ამოვა მზე… ასე, რომ კანონით, ჩვენს ქუჩაზედაც უნდა იყოს ზეიმი… დანარჩენი უკვე ჩვენი ჩინოსნების საქმეა, მიანიჭებენ ეროვნულ სტანდარტს, თუ კიდევ გამოიგონებენ რასმე…ჩვენს შ.პ.ს.-სთან ჯერჯერობით ორი სამშენებლო კომპანია თანამშრომლობს და მათი ხარისხი ისე განსხვავდება სხვა ობიექტებისაგან, როგორც დღე და ღამე! ახლა, ნამდვილ მეგობრებსა გთხოვთ, გააზიაროთ, იქნება ჩვენი ზოგიერთი მშენებლობით დაკავებული ბიზნესმენი კიდევ დაინტერესდეს და მათამდეც მიაღწიოს ამ ინფორმაციამ? ცხადია, ის, რომ არა ვწუწუნებ ყოფით პრობლემებზე, არ ნიშნავს, რომ ძალიან მდიდარი ვარ…მაგრამ მე ვიზიარებ მუშნის პოზიციას, რომელიც ამბობს, კაცი უნდა ეყოს შემოსავალს და არა პირიქითო! საქმე ისაა, რომ მთელი ამ ლაბორატორიული შემოწმების ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ვიხდი და რაც მეტჯერ შემამოწმებენ, იმდენად დიდი იქნება ხარჯიც… ახლა მოგივებით იმის შეახებ, თუ როგორ გადაიკვეთა ჩემი და მამუკა ხაზარაძის გზები, რომელიც ამ საქმესთანაა დაკავშირებული… 2015 წელია და ჩემმა ინგლისელმა პარტნიორებმა თქვეს, რაც სსრ კავშირის პერიოდში დასკვნებია გაცემული, მაგაეებს არ ვენდობით და დემოკრატიულმა საქართველომ უნდა გასცეს ახალი დასკვნებიო! დავუკავშირდი “ჰაიდელბერგცემენტის” ხელმძღვანელობას, ვისი ლაბორატორიაც ყოველდღე მაგითაა დაკავებული… გადავუხადე 2310 ლარი და დამინიშნეს დღე, როდის უნდა ჩაგვეტარებინა პარალელური შემოწმებები… ეს ხდება 2015 წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი არ მახსოვს… მივადექი ვარკეთილის მეტროსთან მდებარე თიბისის ბანკომატს! გამოვიტანე ასი ლარი და სტრესის მდგომარეობაში მყოფს, (ვღელავდი, როგორ ჩაივლიდა გამოცდები! ხუმრობა საქმე ხომ არაა 7 ცემენტზე დადო დასკვნა ერთ საათში?) ჰო და, დამავიწყდა ბარათის აღება… ვიღაცა ბედნიერი, რომელიც ამას უცდიდა, გაარკვია, რო მუქთა მაყუთს მოქესტავდა და რაზე იტყოდა უარს? მოხსნა დარჩენილი 500 ლარი და საკუთარი სიფათი დააფიქსირა ბანკომატის ვიდეოთვალზე! ბანკის მიერ გამოგზავნილი sms რუსთავის გზაზე დამეწია , შენი ანგარიშიდან 500 ლარი მოიხსნაო და მაშინღა მივხვდი, რომ ბარათი ბანკომატში დამრჩენოდა… ასე ზარალით გავედი 7 ცემენტის გამოცდაზე და მეორე დღეს მივაკითხე თიბისის, ასეთი რამე დამემართა და იქნება ნახევარი მაინც ამინაზღაუროთ მეთქი! მე მქონდა საფუძველი, რადგან იმ დროს რო ახლანდელი პროგრამით ემუშავა ბანკომატს, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერაფრით ჩავტოვებდი ბარათს ბანკომატში! (ამჟამად, ჯერ ბარათს აბრუნებს ბანკომატი და მერე გაძლევს ფულს!) მე ვისმე თქვენთაგანისთვის მომიცია რამე? ზუსტად ასე მომექცა ეს ბანკი! ბანკი, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა გასული და 2 მილიარდიანი კაპიტალიზაცია აქვს, 250 ლარში გაიყიდა და გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე! რა არ ვუთხარი მაგის მენეჯერს, თუ ცოტა თქვენც არა სტყუოდით, რატო შეცვალეთ პროგრამათქო? მაგრამ არაფერმა არ გაჭრა! ისიც კი ვუთხარი, ასეთი მნიშვნელობის საქმეზე ვმუშაობ და თქვენ რო ნამუსი გქონდეთ, აქეთ უნდა მეხმარებოდეთ მეთქი! მაშ რა ეშმაკად უყენიათ ის ვიდეო თვალი? ჩვენა მილიციაში გადავაგზავნით და ისინი მოძებნიანო! აი ასეა დაცული ადამიანის უფლებები (მაგრამ მე და ჩემისთანებს, როდის გვთვლიდნენ ადამიანებად, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში?) ერთი სიტყვაც არა მჯერა არც საბარასტების ძმაკაცისა და არც მისი “ლელოსი”, რადგან ვისაც ცოტაოდენი ტვინი აქვს, ის წვეთში, მთელ ოკეანეს ხედავს! ალბათ სხვებიც გაითვალისწინებენ!!” – წერს აკაკი იორამაშვილი

კომენტარები