აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელოუნის სტუდენტურ წვეულებაზე ზოგიერთი სტუდენტი კუ კლუქს კლანის წევრებისა და ადოლფ ჰიტლერის ფორმებით მივიდნენ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელოუნის სტუდენტურ წვეულებაზე ზოგიერთი სტუდენტი კუ კლუქს კლანის წევრებისა და ადოლფ ჰიტლერის ფორმებით მივიდნენ. მათი ფოტოები უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

რამდენიმე სტუდენტი “ჰიტლერთან ერთად” ერთად ნაცისტურ მისალმებასაც აკეთებს, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში დანაშაულად მიიჩნევა.

კუ კლუქს კლანელები აშშ-ში თეთრკანიანების უპირატესობის მოთხოვნით გამოდიან. ამ რასისტულ მოძრაობას უკავშირდება ლინჩით წესით გასამართლება. ასევე ფერადკანიანი ადამიანების დევნა და მკვლელობა.

კომენტარები