„ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყნაში ინდური შტამი, ნამდვილად არის – ინდური შტამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით:

-„დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის.

ვადასტურებ, ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა, ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყნაში ინდური შტამი, ნამდვილად არის. ჯერჯერობით არის მხოლოდ ბრიტანული შტამი. ამ წუთისთვის ლუგარიდან ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ მაქვს.

ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით.  თავად ინდოეთშიც კი, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული.

იქ უპირატესობა აქვს ბრიტანულ შტამს. ორმაგი მუტაცია, რომელიც ინდურ შტამშია, არის უმცირესობაში. უმრავლესობაშია ბრიტანული შტამი. რა თქმა უნდა, ოდესღაც, ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება. ამის გამო, მისგან რაღაც „ბუას“ ნუ შევქმნით. ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით, ამ შტამებს ფარავს.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებულია კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ, შემდეგ დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

საკითხი ამ დღეებში იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში. წარდგენილი იქნება შემუშავებული მწვანე სერტიფიკატის კონცეფცია.ე.წ. „მწვანე პასპორტები“ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა“.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო.3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზამიიღო.

კომენტარები