ალეკო ელისაშვილი: „არ გამოვრიცხავ, გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ“

-„არ გამოვრიცხავ, გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მაგალითად, კომპრომატები, ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.

არ გამოვრიცხავ,  იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო, მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნებაც“ ამბობდა, ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს

კომენტარები