ალეკო ელისაშვილი -„ ვინ არიან მთავარი ამრევები, ასჯერ მაქვს ნათქვამი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების დროს ასეთი პოზიცია არ ჰქონია“

-„ვინ არიან მთავარი ამრევები, ასჯერ მაქვს ნათქვამი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოლაპარაკებების დროს ასეთი პოზიცია არ ჰქონია, გრიგოლ ვაშაძეს ასეთი პოზიცია არ ჰქონია. არჩევნებით ყველაზე ხელმოცარულები და ამრევები ვინც არიან, ისინი ამბობდნენ ზუსტად ამას. ვინც მოლაპარაკებას ესწრებოდა, ის. ასჯერ მაქვს ნათქვამი, ვინ არიან ისინი“, – განაცხადა  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა – ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შესახებ.

-„მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, – იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი დაკმაყოფილდებოდა“, – განაცხადა „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეკითხვაზე, რომელ ან რამდენ პოლიტიკური პარტიას ჰქონდა ასეთი პოზიცია?

ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა:

-„პროცენტს ვერ დავასახელებ, თუმცა ასეთი „რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო“. თავიდანვე, მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, -იმ შემთხვევაშიც კი, ოპოზიციის ერთიანი წინადადების ოთხივე პუნქტი თუ დაკმაყოფილდებოდა,  მაინც არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. არ მგონია, შესვლა-არშესვლა იყოს მთავარი ამბავი.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირეს ოპოზიციას და მოლოდინი ჰქონდათ, -ხელისუფლება შეიცვლებოდა, ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ ახალი იმედი და ეს ვერ მოხდება მხოლოდ იმით, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში. ეს არ არის ამასთან პირდაპირ კავშირში“.

კომენტარები