ალეკო ელისაშვილი – „თალაკვაძეს ჰქონდა არგუმენტები, არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა, გამოსავლის მსგავსი რაღაც შემოგვთავაზა“

-„იმის მოლოდინი, რომ შევთანხმდებოდით, ამით განიმუხტებოდა ვითარება, რა თქმა უნდა, არ გვქონია. ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, – უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება ელჩების შუამავლობით. ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა, არგუმენტები, რატომ გაყალბდა არჩევნები, რატომ გაყალბდა ტოტალურად. ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვთქვით ჩვენი ხედვით გამოსავალი. ბატონ თალაკვაძეს ჰქონდა თავის არგუმენტები, არჩევნები მასშტაბურად არ გაყალბებულა, გამოსავლის მსგავსი, გარკვეული რაღაც შემოგვთავაზა. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, წესი არ არის დახურულ კარს მირმა მოლაპარაკებების დეტალების გამოტანა, როცა შეხვედრა არ არის დასრულებული. პროცესი რომ დაიძრა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს არის კარგი. ჩვენ, ჩვენი მოთხოვნების გადახედვას არ ვაპირებთ. ჩვენი მოთხოვნების შესახებ ვუთხარით. პრინციპში, ჩვენი მოთხოვნა ერთსულოვანი იყო. დანარჩენი, მომდევნო რაუნდზე უფრო მკაფიო იქნება.

მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში იქნება, მაგრამ როდის, დაზუსტებით ახლა ვერ იტყვის“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

“ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა შერთებული შტაების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

მმართველი პარტიიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძე, “პატრიოტა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი და “ლეიბორისტული” პარტიიდან შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები