ალეკო ელისაშვილი – „იბრიქებოდნენ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე – დაიცვეს მელია?!“

-„იბრიქებოდნენ იქ, გივი უგულავა და მამუკა ხაზარაძე, – დაიცვეს, მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? – ისევ საწყალი ხალხი, საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! აი, ასეთი ლიდერები არიან! აბა ვინ არის, ნიკა მელიას გარდა დაკავებული?! როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არის შექმნილ ვითარებაში, უალტერნატივო”, – განაცხადა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები