ალეკო ელისაშვილი: „კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს. ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს, ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება“

-„კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს. ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს, ეს , პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება. კახა კალაძე კორუფციაშია ჩაფლული.

მისი მენეჯერობის რა მოგახსენოთ, შეხედეთ სატრანსპორტო კოლაფსს , შეხედეთ ნაძვის ხეს, გაპუტული ქათამივით რომ არის, მილიონი გადაიხადა და ნაძვის ხეშიც კი ფულს რომ აკეთებს. ვარკეთილში, კორპუსშიც კი ფულს რომ აკეთებს ის და მისი მერიაც.

ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო. კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაწყება. მე კი არ დავიჭერ, მე კი არ ვარ მთავარი პროკურორი და სუს-ის ანტიკორუფციულის წარმომადგენელი. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ. კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩაფლული. ეს იქნება იტალიაში შესყიდვები, თუ სამშენებლო ბიზნესი და „არქი ჯგუფი“. კორუფციაში, თავიდან ბოლომდე, თვითონ არის ჩართული. ყველაფერში ფულს იღებს, რაშიც შეიძლება იღებდეს.

კორუფციას არც ივანიშვილი ებრძვის და არც კალაძე, „უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილს კალაძის ფაქტორები აღიზიანებს.

ჩემი ინფორმაციით, ბოლო დროს კალაძემ, (ჩემთან არა, იმიტომ რომ მე და მას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს) ოპოზიციის სხვა ლიდერებს შეუთვალა, „რომ მე თქვენთან ვარ და თუ რამე თქვენსკენ გადმოვხტები“ და ა.შ.“, – განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

კომენტარები