ალეკო ელისაშვილი – „როდესაც რეგიონში ძალიან მძიმე ვითარებაა, პოლიტიკოსებმა დიალოგი უნდა შეძლონ“

ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, ჩვენგან მოთხოვნებით დახუნძლული წავიდა და ველოდებით, უახლოეს მომავალში გვითხრან, მოლაპარაკების მაგიდასთან რითი მოვლენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

ვრცლად:

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

კომენტარები