ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.

-„პარტია „მოქალაქეების“ წევრები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ, შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან.

ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი ეხება საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებას, შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა საშუალება, ეთერებში დეტალურად ვისაუბროთ, რა პუნქტებზეა ლაპარაკი. ელექტრონული არჩევნების წესი, ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენციისთვის“ ხმის მიცემა იქნება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, – რვა საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი, არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას.

ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. გარე პერიმეტრი 25-დან 100 მეტრამდე გაიზრდება, ცესკო-ში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია, 7-ვე პარტია სრულად იქნება წარმოდგენილი, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა სხვაგვარად და გამჭვირვალედ მოხდება. დოკუმენტში წერია, რომ რაზეც სევთანხმდით და რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს,  განხილვა პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. პირველ  მარტამდე ინიცირება თუ არ მოხდება, როგორც შევალთ პარლამენტში, ისე – გამოვლათ. 3 საკითხი ბოლომდე წამოვიღეთ და ამაზე ვმუშაობთ დიდი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი წამოვიღეთ „ქართული ოცნებისგან“, – გამაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

-„ჩვენ, პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც მთლიანად ოპოზიციის მიერ მეოთხე რაუნდში დასმული იყო. ვგულისხმობ საარჩევნო რეფორმას. ამ შეთანხმებიდან არც ერთი პუნქტი არ დარღვეულა.

ყველაფრისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ. ამ ყველაფერს დასჭირდა დრო და ძალისხმევა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ კომუნიკაცია, რადგან შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები“, – განაცხადა  პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა:

 

კომენტარები