ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონი“ უფრო მეტად ვრცელდება ზემო სასუნთქ გზებში და ნაკლებად…“

ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ რადიო „პალიტრასთან“ განაცხადა:

-„კვლევებიც ადასტურებს, მეტ-ნაკლებად ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებაც არის, –  „ომიკრონს“ აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. უფრო მეტად ვრცელდება ზემო სასუნთქ გზებში და ნაკლებად ვრცელდება ფილტვებში.

ვიცით, კოვიდის სიმძიმე ძირითადად განპირობებულია ფილტვების დაზიანებით. მაგრამ ეს შტამი ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მას საერთოდ არ აქვს უნარი დააზიანოს ფილტვები და გამოიწვიოს მძიმე დაავადება. საუბარია დელტა შტამთან შედარებით, ამიტომ „ომიკრონი“ მაინც საყურადღებო შტამად რჩება, მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს. შეუძლია ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს და დააინფიციროს ადამიანი, რომელმაც უკვე ვირუსი გადაიტანა“.

საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

კომენტარები