ალექსანდრე გოგინავა: „ხშირ შემთხვევაში პრობლემაა, – პაციენტებთან დროული კომუნიკაცია ვერ ხორციელდება“

-„პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, გაიწეროს უფრო მკაცრად, მკაფიოდ განისაზღვროს ჰოსპიტალიზაციის პირობები, პირველადი ჯანდაცვის რგოლი მეტად უნდა გაძლიერდეს, – ძირითადად დაგვიანებული შემთხვევები მთავრდება ფატალურად, როდესაც პაციენტების შეფასება ხდება დაგვიანებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, პაციენტებს ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეთ პირველადი ჯანდაცვის ექიმთან. ამიტომ ჩემი აზრით, გარდა სახელმწიფოსი, კერძო სადაზღვევოს ექიმებიც უნდა ჩაერთონ ამ რგოლში. მწირი რესურსების მქონე ქვეყანას ძალიან უჭირს პანდემიასთან გამკლავება, ამიტომ კერძო სექტორი, კერძო სადაზღვევო მეტად უნდა ჩაერთოს ინფექციის მართვაში.

ხშირ შემთხვევაში პრობლემაა, დროული კომუნიკაცია პაციენტებთან ვერ ხორციელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიწეროს მკაცრად ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები“, – განაცხადა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „TV პირველის“ ეთერში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 759 შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 139 343-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 574

კომენტარები