ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა

უზენაესმა სასამართლომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შორის წარმოებულ სამართლებრივ დავაზე, ალექსანდრე ელისაშვილის საკასაციო საჩივარი განუხილველი დატოვა.

ძალაშია დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ალექსანდრე ელისაშვილს 1000 ლარის გადახდა და ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალა. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა მეორე ინსტანციაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალეკო ელისაშვილის სარჩელი განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება.

სამართლებრივი დავა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ეკა ბესელიამ „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ 2015 წლის 22 დეკემბერს გამოთქმული ბრალდების პასუხად დაიწყო.

ალეკო ელისაშვილმა, განაცხადა, რომ ეკა ბესელია და პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პატიმრების გაშვებით ვაჭრობდნენ, ფულს იღებდნენ,  2013-2014 წლებში, როცა პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია მასზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა პრეზიდენტთან კონკრეტული პატიმრების შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაციები შესულიყო.

კომენტარები