ალექსანდრე ზაზარაშვილი ,,უკრაინული ვოისის” ფინალში გავიდა

12-წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ,,უკრაინული ვოისის” ფინალში გავიდა. ნახევარფინალი 30 ივნისს კიევში გაიმართა.

ზაზარაშვილმა წარმატებით მეორე ტური 23 ივნისს გადალახა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი რუისის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. სიმღერა რუისის ხელოვნების სკოლაში დაიწყო. ჯერ გუნდში, ხოლო შემდეგ სოლოს მღეროდა.

“ხელოვნების სკოლაში გაზრდილი გვყავს უამრავი მუსიკის მოყვარული მოსწავლე. ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ პატარა იყო, როცა
შემოვიდა ჩვენთან” – გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი მარიკა შერმადინი.

კომენტარები