ალექსანდრე ლუკაშენკო: „არჩევნები არ გაყალბებულა, შეუძლებელია ხმათა 80% გააყალბო“

საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქალთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

-„გეფიცებით, არჩევნები არ გაყალბებულა. შეუძლებელია ხმათა 80% გააყალბო. ბელარუსს ევროპარლამენტის მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება არ სჭირდება.

არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად ჩავატარეთ, ვინმეს მხრიდან აღიარება არ გვჭირდება. არჩევნები შედგა. არჩევნები კანონიერია“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.

 

კომენტარები