ალექსანდრე ლუკაშენკო: „დღეს უნდა შევაჩეროთ ისინი, რადგან ხვალ უკვე შეიძლება გვიან იყოს“

ბელარუსი დასავლეთის სანქციებს მკაცრ პასუხს გასცემს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

-„დასავლეთი სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. დღეს უნდა შევაჩეროთ ისინი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. მოვუწოდებ მთავრობას, დასავლეთის სანქციებს ყველაზე ეფექტური პასუხი გასცეს.

არ ვამბობ, რომ ახლა საზღვრები უნდა დავხუროთ და ყველაფრის დალეწვა დავიწყოთ. არა. ყველაფერი უნდა გავთვალოთ. ჩუმად ყოფნასა და მუხლებზე დგომას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები