ალექსანდრე ლუკაშენკო: „უფრო ძვირად ვიყიდი ნავთობს, შენს წინაშე ყოველი წლის 31 დეკემბერს დაჩოქება რომ არ მომიწიოს“

-„ქვეყანა განაგრძობს ნავთობის შეძენის დივერსიფიცირებას, რათა ყოველი წლის ბოლოს რუსეთის წინაშე დაჩოქება არ მოუწიოს“.

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. იუწყება ბელარუსული სააგენტო Belta.

„ამბობენ, აი, ლუკაშენკომ ანგარიში იცის, ის ამაზე არ წავა, ის არ იყიდის ნორვეგიულ, ამერიკულ, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანულ ან ვენესუელის ნავთობს. შევიძენ, თუნდაც ძვირი იყოს. პუტინმა მკითხა: მისმინე, საშა, ძვირად რატომ იყიდი? მე მას ვუპასუხე: იმიტომ ვიყიდი, რომ ყოველი წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შენს წინაზე მუხლებზე დაჩოქება არ მომიწიოს“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ბელარუსს ნავთობს მსოფლიო ფასებით არ უნდა აძლევდეს.

რუსეთმა 2020 წლის კონტრაქტების არარსებობის გამო ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეწყვიტა.

 

კომენტარები