ალექსანდრე ჭაჭია ახალ პოლიტიკურ ძალას აფუძნებს?

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლის შესახებ წერს:

“გარკვეული ინფორმაცია მაქვს და მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ უყურებთ იმის შესაძლებლობას, რომ ახალი ძალა – არა ამერიკელებზე დამოკიდებული, არამედ საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული, დააფუძნოს და სათავეში ჩაუდგეს ალექსანდრე ჭაჭია?”

იმავე პოსტის კომენტარში გულბაათ რცხილაძე განმარტავს: “საღამო მშვიდობისა, კიდევ ერთხელ გმადლობთ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისათვის! მე ვფიქრობ, რომ ბ-ნი ჭაჭიას გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, თუ ეს მოხდა, იქნება დიდი დარტყმა პირობითი ფსევდოპრორუსული პოლიტიკური ძალებისთვის და, რაც მთავარია, არასახუმარო პრობლემას შეუქმნის ამჟამინდელ მმართველ ძალას. გასაგებია, რომ ახალგაზრდებმა არაფერი იციან მის შესახებ, მაგრამ 40-ზე ზევით ვინც ვართ, პოლიტიკით დაინტერესებულმა ხალხმა ყველამ ვიცით. ჭაჭიას გამოჩენა პოლიტიკური პარტიის ლიდერად გამოიწვევს დიდ ხმაურს, ლიბერასტური ნაც-ქოცური მასმედია გამოაცხადებს, რომ იგი არის “პუტინის გამოგზავნილი”, გაუხსენებენ ასლან აბაშიძესთან თანამშრომლობას და, მოკლედ, იქნება დიდი წიოკი. ეს თავისთავად კიდევ უფრო დიდ რეკლამას გაუკეთებს მას და ვინც აქამდე არ იცნობდა, გააცნობს. შემდეგ: პუტინთან კავშირი არის რეალური კავშირი და არა ფასადური, ანუ საქართველოსთვის ყველაზე საჭირო კავშირი. ასე უნდა წარმოჩნდეს სწორი კამპანიის შემთხვევაში და ჩვენი სეგმენტი მას მხარს დაუჭერს!”

ცნობისთვის, ალექსანდრე ჭაჭია მოსკოვში მოღვაწე ქართველი პოლიტოლოგია. ის იყო სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“  ხელმძღვანელი, ჟურნალ „ისტორიული მემკვიდრეობის“ გაზეთების „ილორის“ და „საქართველო და მსოფლიოს“ გამომცემელი.

კომენტარები