ალექსანდრე ხუჯაძე ფეიქრების N22 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა

საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე ფეიქრების N22 კორპ.-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურილი საკითხები. ბატონმა ალექსანდრემ მოქალაქეებს ყველა მათ მოთხოვნაზე დახმარება და კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობას დაპირდა.
„ამჯერად ფეიქრების N22 კორპუსის მაცხოვრებლებს შევხვდი და ადგილზე მოვისმინე მათი თხოვნები, მოქალაქეთა განცხადებით კოპრუსის მიმდებარედ მოსახლეობას სურვილი აქვს განთავსდეს საბავშვო ატრაქციონები და მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, რადგან ნალექიან ამინდში უჭირთ ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილება. შეხვედრაზე, ასევე განხილულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ტრანსპორტის მიმართულების საკითხები, შესაბამისად აუცილებლად გავუწევ შუამდგომლობას ყველა არსებულ საკითხებზე,“- განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.

კომენტარები