ალექსანდრ ლუკაშენკო: „ბელარუსმა კორონავირუსი დაამარცხა. შეგვიძლია ვთქვათ“

ბელარუსმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ  პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს მისი პრესსამსახური ავრცელებს.

-„ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო. მაგრამ ბრძოლის გრადუსს დაბლა არ ვწევთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ გავიმარჯვეთ. პანდემიის დროს ბელარუსმა „პოლიტიკური საღი აზროვნება და ეროვნული სიბრძნე“ გამოიჩინა“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

1-ლი ივლისის მონაცემებით, ბელარუსში ვირუსის 62 424 შემთხვევა გამოვლინდა, 398 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა.

კომენტარები