ალექსანდრ ლუკაშენკო ოპოზიციის ლიდერებს საგამოძიებო იზოლატორში შეხვდა, მოლაპარაკება

ბელარუსის პრეზიდენტი,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოპოზიციის ლიდერებს საგამოძიებო იზოლატორში შეხვდა,  სადაც ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მოლაპარაკება ოთხ საათ ნახევარს გაგრძელდა. მხარეებმა საკონსტიტუციო რეფორმაზე იმსჯელეს. შეხვედრას ლუკაშენკოს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ვიქტორ ბაბარიკოც ესწრებოდა, მას ეკონომიკურ დანაშაულში ედება ბრალი.

ბელარუსში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები  2 თვეზე მეტია, გრძელდება. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის გადადგომას და საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს.

კომენტარები