ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე – ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭო განცხადებას ავრცელებს: 

-„რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

დღეს ევროკავშირის საბჭომ შეზღუდვები დაუწესა ექვს პირსა და ერთ ორგანიზაციას, რომლებიც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდნენ. დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვასა და ფიზიკური პირების ქონებისა და აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ნავალნის საქმეზე სანქციების დაწესება ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ზომების ფარგლებში მოხდა“.

ევროკავშირის სასანქციო სიაში არიან:

„ეფესბეს“ დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივორუჩკო და პაველ პოპოვი, შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი და ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზისდენტის წარმომადგენელი სერგეი მენიაილო, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.

კომენტარები