ალექსეი ნავალნი: ახლა საქართველოში ბევრი რუსი ვერ ჩავა, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს
ახლა საქართველოში ბევრი რუსი ვერ ჩავა, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს,- ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” დაწერა.
ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ აკრიტიკებს.
„პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანაში ქუჩის პროტესტია. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. კითხვა მაქვს: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?“, – წერს ნავალნი.