ალექსეი ნავალნი მოწამლეს? -პრესმდივანი – „მივიჩნევთ, რომ ის მოწამლეს“
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოშია, ის უგონო მდგომარეობაშია.
ამ ინფორმაციას BBC მის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმაშის ინფორმაციით, ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა.
-„ვთვლით, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, მან დილას მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები აცხადებენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი უგონო მდგომარეობაშია“,- განაცხადა პრესმდივანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავალნიმ ჩაი ფრენამდე, ტომსკის ერთ-ერთ კაფეში დალია.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნიმ თვითმფრინავში გონება დაკარგა, ამის გამო თვითმფრინავი ომსკში დაჯდა.
ოჯახის წევრები ეჭვობენ, ნავალნი სავარაუდოდ ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა, რადგან მას მხოლოდ ჩაი ჰქონდა მიღებული.