ალინა ურუშაძე პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელია

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში „გლობალ არენაზე“ მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა 17 წლის ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძე.  მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა, მე-20 ადგილზე გავიდა, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელია.

ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოიპოვა.

კომენტარები