ალტ – ინფოს ჯგუფის დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ნამახვან ჰესის მშენებლობას ეხმიანება და წერს

ზოგადად არ ვარ ჰესების წინააღმდეგი და მგონია, რომ ქვეყნის ენერგო

დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნამაჰვანჰესის პროექტს, ამაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს: ვიცი ამ პოზიციის გაჟღერებისგან უმეტესობა თავს იკავებს, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს: და არ ვერიდები ამ აზრის დაფიქსირებას. თუ მაგალითად აღნიშნული ჰესისი პროექტი გადაიხედება და მეცნიერები დადებენ, დადებით დასკვნას, კაშხალის მშენებლობაზე. ან თუნდაც შეიცველბა ძირითადი კონტრაქტი ჩვენი ქვეყნისთვის უფრო სახარბიელო პირობებით, მე პირადად მაინც წინააღმდეგი ვიქნები, ამხელა რესურის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის. არ ააქვს: მნიშვნელობა ეს თურქული კომპანია იქნება, რუსული თუ ა.შ აღნიშნული ჰესიც და მზგავის სხვა გიგანტური ჰესებიც უნდა ეკუთვნოდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და სხვას არავის.
წერს – კონსტანტინე მორგოშია

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები