ამაზონის ტროპიკულ ტყეში, სტიქიის ზონასთან ახლოს გაწვიმდა

ამაზონის ტროპიკულ ტყეში, სტიქიის ზონასთან ახლოს გაწვიმდა. წვიმამ მიწა დაანესტიანა და ცეცხლის გავრცელებას ხელს უშლის. ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებული ვითარების შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონში წელს 94 ათასზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა.  გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 80 პროცენტით მეტია.

კომენტარები