„ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით… დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს“ – მიხეილ სააკაშვილი

-„შევარდნაძის დროს შსს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერ ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ- კაწროსთან. თბილისის უბნები ქართულმა ოცნებამ დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით”, –  წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, – ბიძინა ივანიშვილის შვილი კანონიერი ქურდის შვილიშვილს ნათლავს.

კომენტარები