„ამბობენ, რომ „სიარულში მეტი გამოჩნდებიან”, თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან“ – ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

უმრავლესობის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის”  მიერ ორგანიზებულ აქციებს გამოეხმაურა:

-„ნიკა მელიას პოზიცია ნახა დღეს საზოგადოებამ, – ის ესაუბრებოდა გვერდით მყოფ უგულავას, ეუბნებოდა, –  მოძრაობაში უფრო ბევრი გამოჩნდებოდნენ. ეს არის მათი სახე. ეს არის დიდი სცენარის ერთ-ერთი ეპიზოდი. არავის ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაჟღერებული პოზიცია და სიტყვა შესრულებულიყო. „ნაციონალური მოძრაობა” თავის მოთხოვნებთან ერთად აბსოლუტურად სხვა მხარეს დგას და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორ მხარეს. ამას ის ადასტურებს, რომ დღეს საღამოს ნიკანორ მელიამ დააანონსა, ხვალინდელ აქციას ავტომობილებით გამართავენ. როდესაც ამბობენ, რომ „სიარულში მეტი გამოჩნდებიან”, თუ დაწვებიან და გამზირებზე ლეიბებს გაშლიან, უფრო ბევრი გამოჩნდებიან. ისინი ხედავენ, – ეს ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იღებს, ადამიანები დღითიდღე აკლდებათ და ახლა მოინდომეს, –  მანქანების აქცია მოაწყონ “, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა “პალიტრანიუსის” ეთერში.

კომენტარები