„ამბოხებული სასულიერო პირები ეშმაკის მიზნებს ემსახურებიან, უნდა დაფიქრდნენ სინამდვილეში რა დგას მათი პროტესტის“-მეუფე იაკობი

ბოდბის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი მოვლენების შესახებ აცხადებს:

-„გარე თუ შიდა მტრები საქართველოს არასდროს აკლდა. მით უმეტეს, მართლმადიდებლობა ქვეყანაში წამყვანი რელიგიაა, აუცილებლად მისი წინააღმდეგ გამოდიან ძალები როგორც ქვეყნის გარედან, ისევ ქვეყნის შიგნიდან, ასევე ვითონ ეკლესიაშიც.

ეს არ არის გასაკვირი, რადგან ეშმაკი ცდილობს, ეკლესიას შეუტიოს. როცა რაღაც გვაწვალებს და ვითომ სიმართლისთვის ვიბრძვით, უნდა დავინახოთ სინამდვილეში რას ვემსახურებით.

ახლა მარხვაა, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც არათუ არაქრისტიანულად იქცევიან, არამედ მათი ქცევა საზოგადოებაში უკვე ზიზღსაც იწვევს. მე არ მინდა, რწმენაში მყოფი ან არმყოფი ადამიანი ვინმეს დასცინოდეს. როდესაც ადამიანი რამეს იწყებს, მან შეიძლება მოინანიოს და გადარჩეს, მაგრამ როცა სხვებს იყოლიებ, შენ თვითონ ხომ იცი, რომ ტყუიხარ. განა, ის დავალებას არ ასრულებს?

ახლა მარხვაა და წყნარად ვართ. უწმინდესს ებრალება ადამიანი,ვერ იმეტებს, არავინ თავისი მაგინებელი არ ემეტება, მაგრამ როცა უკვე კაცის მაგინებელი კი არ ხარ, არამედ უნდა დაფიქრდე, ქვეყნის მოღალატე ხომ არ ხდები? ამბოხებული სასულიერო პირები ეშმაკის მიზნებს ემსახურებიან, უნდა დაფიქრდნენ სინამდვილეში რა დგას მათი პროტესტის უკან“.

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, აცხადებენ, რომ მან ეპარქია უნდა დატოვოს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა. 

მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას ე.წ. „ამბოხებული ბერები“ ეხმაურებიან:

კომენტარები