ამბროლაურისა და ონის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის დიდი მოცულობის კლდე ჩამოიშალა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა.  ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით,  გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს, ცენტრალური მაგისტრალის გახსნამდე მათ ალტერნატიული გზით სარგებლობა შეუძლიათ. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით.

კომენტარები