“ამდენი ხანია ვიძახი კოვიდინფექციაზე მეტი საშიში ნეობოლშევიკების უკიდურესი ფრთა ნეოტროცკისტები არიანთქო და აი კიდევ ზოგიერთი მტკიცებულება!”-ედიშერ გვენეტაძე:

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს-

 

“ამდენი ხანია ვიძახი კოვიდინფექციაზე მეტი საშიში ნეობოლშევიკების უკიდურესი ფრთა ნეოტროცკისტები არიანთქო და აი კიდევ ზოგიერთი მტკიცებულება!
ამათ არ აინტერესებთ არანაირი არჩევნები!
იციან რომ წააგებენ და წინასწარ ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის!
გამოქვეყნდა რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა საიდანაც ჩანს, რომ ხელისუფელება იღებს 55%-ს!
ამან გაამწარა ე.წ. არასამთავრობო ტროცკისტები და მათი ერთ-ერთი ლიდერი შ გაგარინი- დიღმელაშვილი წერს “ოქტომბრის თეზისებს”, სადაც მოუწოდებს არჩევნების გადადებისაკენ!
სხვა ლენინელ-ტროცკისტები კი კიდევ ეკონომიკის გაჩერებისაკენ!
ამიტომაც,
არავითარი არჩევნების გადადება და არავითარი ეკონომიკის გაჩერება არ უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ არც იქნება!
ეს ბრძოლები უნდა მოიგოს და მოიგებს კიდევაც ქართველი ხალხი ანუ მოხდება მოუსავლეთში გაისტუმრება ორი უსაშინლესი ძალის: ნაცევრონაცური მოძრაობის და კოვიდინფექციის!”-წერს ედიშერ გვენეტაძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები