ამერიკამ Huawei-ისთვის მიკროსქემების მიწოდების გლობალურ დონეზე დაბლოკვა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შავ სიაში შეყვანილი სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობების მწარმოებელი გიგანტის Huawei Technologies-ისთვის მიკროსქემების გლობალური მიწოდების დაბლოკვა დაიწყო – წერს Reuters.

ახალი რეგულაცია აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა გამოსცა და ის აფართოებს ამერიკის უფლებამოსილებას, რომ ლიცენზია მოითხოვოს Huawei-ისთვის ნახვარგამტარების მიყიდვაზე, რომლებიც საზღვარგარეთ ამერიკული ტექნოლოგიებით მზადდება. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის მის გავლენას, რომ Huawei-ის ექსპორტში ხელი შეუშალოს.

„ეს ნაბიჯი ამერიკას, ამერიკულ კომპანიებსა და ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს პირველ ადგილზე“, – განაცხადა ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სატელეფონო ბრიფინგისას.

Huawei-სა და აშშ-ის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. კომპანიას, რომელიც მსოფლიოში მობილური ქსელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომმარაგებელი და სმარტფონების სიდიდით მეორე მწარმოებელია, თაღლითობასა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოპარვაში ადანაშაულებენ.

ALT-INFO

წყარო: https://uk.reuters.com/article/uk-usa-huawei-tech-exclusive-idUKKBN22R1IP?utm_campaign=trueAnthem%3A%20Trending%20Content&utm_medium=trueAnthem&utm_source=facebook&fbclid=IwAR1rH93m8KlObZ8VDWL37Gs1zk60xjImPAoNLBQeQxQIs7buiBHxrzuoe1c

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები