ამერიკაში კონსერვატორი პრეზიდენტი ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკის საელჩო საქართველოში ისევ ლიბერალურ ოპოზიციას ლობირებს

ხშირად შეხვდებით მსგავს ნარატივს ”ამერიკაში ტრამპი თუ მეორე ვადით არ გავა პრეზიდენტად ლიბერალ – სოროსისტული ძალები წაგვლეკვს” ანუ საზოგადოებაში არის განცდა, რომ კონსერვატორი ტრამპის ბრძოლა ე:წ ”ჰილარისტების” ჯგუფთან მისი გამარჯვებით დასრულდება და ეს ჩვენს ქვეყანაზეც აისახება.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა იწურება და მე ვერაფერს ვამჩნევ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, უფრო მეტის ამერიკის საელჩომ ერთი ორად გაზარდა ზეწოლა ხელისუფლებაზე და სულ უფრო ღრმად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

ბოლო პერიოდში კი იმდენად გათავხედდნენ აშშ – ს საელჩოს მესვეურები, რომ კონსტიტუცია პირდაპირ გვიკარნახეს და ზეწოლის შედეგად ორი დამნაშავე, უგულავა და ოქროაშვილი გამოაშვებინეს ციხიდან ხელისუფლებას.

ჩნდება ესეთი კითხვა – თუ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამ ”კალიბრის” მხარდაჭერას ისევ იღებს ლიბერალური ოპოზიცია, ტრამპის დამარცხების შემთხვევაში ”ჰილარისტების” ლიბერალური დაჯგუფება რას მოუტანს ჩვენს ქვეყანს ??? ანუ სად გადის ზღვარი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ლიბერალური ოპოზიციის ლობირებაში.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები