ამერიკაში BMW, რომელსაც ქალი მართავდა, ჰაერში 5 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მძღოლი გადარჩა (ვიდეო)

კალიფორნიის ქალაქ ლონგ ბიჩში 27 წლის მარსელა ოვალე თავისი ავტომობილით დიდი სისწრაფით დაეჯახა ქუჩის ცენტრში მოწყობილ ხელოვნურ მოედანს, გაანგრია ის, ინერციით იფრინა 5 მეტრის სიმაღლეზე და მცირედი ტრავმით გადარჩა, მანქანა კი საკმაოდ დაზიანდა.

ინციდენტი მოხდა საცხოვრებელ რაიონში ხუთშაბათს გვიან ღამით, იუწყება vesti.ru

 

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მანქანის დაცემის და გაჩერების შემდეგ გოგონა ისე გადმოვიდა,თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს. პოლიციელები ვარაუდობენ, რომ მარსელა ავარიის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ ჰიპოთეზისს დასადასტურებლად ავარიის მომწყობს აუღეს სისხლის ანალიზი, რომლის შედეგებიც გვიან გახდება ცნობილი.

ექსპერტებს ჯერ-ჯერობით უჭირთ იმის თქმა, თუ ზუსტად რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი ავარიის მომენტში, ანგარიშში ჩაწერილია, რომ სიჩქარე მნიშვნელოვნად აღემატებოდა 100 კილომეტრს საათში.

გავრცელებულ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, თუ რა მოხდა. მძღოლი ქალბატონი 30 ათასი დოლარის თავდებით გაათავისუფლეს.

ამერიკაში BMW, რომელსაც ქალი მართავდა, ჰაერში 5 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მძღოლი გადარჩა

ამერიკაში BMW, რომელსაც ქალი მართავდა, ჰაერში 5 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მძღოლი გადარჩაიხილეთ სტატია სრულად: https://tvalsazrisi.ge/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-bmw-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/

Gepostet von Tvalsazrisi.ge am Sonntag, 16. Februar 2020

 

წყარო: vesti.ru

კომენტარები