„ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორედ იმპიჩმენტს მხარს უჭერს“ – სიბიესი

ამერიკელების 55 პროცენტი დონალდ ტრამპის ხელმეორედ იმპიჩმენტს მხარს უჭერს, 45 პროცენტი წინააღმდეგია. კვლევა ამერიკულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. ამ ინფორმაციას „სიბიესისავრცელებს. 

კითხვაზე, აშშ-ში კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი ძალადობა, გამოკითხულთა 74 პროცენტმა პასუხობს, – „გარკვეულწილად მოსალოდნელია“.

გამოკითხულთა 59 პროცენტი ამბობს –  6 იანვარს, კაპიტოლიუმის მოვლენები შეიძლება შეფასდეს, როგორც ამბოხი, მთავრობის გადაყენების მცდელობა.

კვლევაში მონაწილე ამერიკელების 80 პროცენტი მიიჩნევს, – ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიუღებელია.

გამოკითხვა 11-12 იანვარს ჩატარდა, 1 521 მოქალაქე მონაწილეობდა.შესაძლოა, ცდომილება  2,9 პროცენტს შეადგენდეს.

წარმომადგენელთა პალატა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმეორედ იმპიჩმენტის წამოწყებას უყრის კენჭს.

 

კომენტარები