„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ, ყველას ძალის პოზიციიდან დაელაპარაკებიან – რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი“ – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

-„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ, ყველას ძალის პოზიციიდან დაელაპარაკებიან. არც პუტინი, არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს, გამორიცხულია”, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

კითხვას, შესაძლებელია თუ არა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადაა: – ექსტრემალურ სცენარებზე საუბარი არ მსურს.

კომენტარები