ამერიკელი მეცნიერის ექსპერიმენტი: – რა იცვლება, როდესაც სამედიცინო ნიღაბს ვატარებთ? – პირბადე ვირუსისგან გვიცავს

ადამიანების ნაწილი თვლის, რომ პირბადე ვირუსისგან არ იცავს.

კლინიკური მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა რიჩ დევისმა საკუთარი ექსპერიმენტის საშუალებით ნიღბის ტარების ეფექტურობა აჩვენა. ამერიკელმა მეცნიერმა ამისთვის პეტრის აგარ – აგარიანი ფინჯნები სხვადასხვა დანიშნულებისთვის, – საუბრისთვის, სიმღერისთვის, ხველისთვის და დაცემინებისთვის გამოიყენა.

რა რაოდენობით ბაქტერიას ავრცელებს ადამიანი ნიღბის ტარების დროს და მის გარეშე?

რა იცვლება, როდესაც ნიღაბი გვიკეთია. მკვლევარი რიჩ დევისი პეტრის აგარ – აგარიან ფინჯნებში ჯერ ნიღბით და შემდეგ მის გარეშე, – მღეროდა, საუბრობდა, აცემინებდა და ახველებდა.

რესპირატორული წვეთების საშუალებით გავრცელებადი ბაქტერიები. ნიღბით/უნიღბოდ

ფოტოზე მოცემული თასები მეცნიერის შემდეგ ქმედებებს შეესაბამება:

1. ერთი დაცემინება;

2. 1 წუთიანი სიმღერა;

3. 1 წუთიანი საუბარი;

4. ორჯერ დახველება

ფინჯნებში არსებულმა ბაქტერიებმა აჩვენეს, სად დაეცნენ წვეთები, – ნიღაბი მათ გავრცელებას თითქმის მთლიანად ბლოკავს.

ხველის დროს სხვადასხვა მანძილზე ბაქტერიების გავრცელების შემოწმება

ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ საჭირო მანძილის შენარჩუნებით, რამდენად არის ჩვენი უსაფრთხოება დაცული

ნიღბით / უნიღბოდ. დაშორება: 60 სმ, 120 სმ და 180 სმ

15-წამიანი ხველის შემდეგ გავრცელებული ბაქტერიების რაოდენობა. ექსპერიმენტის შედეგი – პირბადე ნამდვილად იცავს, ეს დამტკიცებულია! პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბაქტერიების გავრცელების დაბლოკვას ხელს უწყობს, ეს ჩვენი ყოველდღიურობისთვის  მნიშვნელოვანია.

კომენტარები